LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ამალ კლუნი ლონდონის მოდის კვირეულის მონაწილეს შეადარეს

36

39 წლის ამალ კლუნი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ჯორჯ კლუნის მეუღლე, რომლის ორსულობის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა ფოტოგრაფებმა ლონდონის ქუჩებში დააფიქსირეს.

მომავალი დედა არაჩვეულებრივ ფორმაში იყო: მას „სტელა მაკარტნის“ გრძელი წითელი პალტო, მოკლე შავი კაბა და განიერი ფეხსაცმელი ეცვა. თაყვანისმცემლებმა ამალი ლონდონის მოდის კვირეულის მონაწილეს შეადარეს, რომელიც ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯორჯ კლუნმა დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ მალე მამა გახდება, თუმცა ამჯერად მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია მომავალი შვილების სქესის შესახებ, თითქოს ეს გოგონა და ბიჭი იყვნენ. ჯორჯმა ამ ინფორმაციის გამხელისგან თავი შეიკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები