LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ბიონსე Wearable Art Gala-ზე ბრწყინავდა

54

29 აპრილს, კალიფორნიის აფრო-ამერიკულ მუზეუმში ღონისძიება Wearable Art Gala გაიმართა, რომლის საპატიო სტუმარიც ორსული ბიონსე გახდა. მომღერალი საღამოზე მეუღლის, რეპერ ჯეი-ზის კომპანიაში აღმოჩნდა.

ვარსკვლავური წყვილი საღამოს ბიონსეს დედის, ტინა ნოულზისა და მისი მამინაცვლის მხარდასაჭერად იმყოფებოდა. ვარსკვლავს, რომელიც სულ უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე, რადგან სულ მალე ტყუპების დედა გახდება, Mischka Aoka-ს მომდგარი წითელი კაბა ეცვა, თავზე კი ყვავილების გვირგვინი ეკეთა.

მომღერლის ორსულობის შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. ამის შესახებ ბიონსემ თავად განაცხადა და „ინსტაგრამზე“ ორსულობის დამადასტურებელი ფოტოსესია გამოფინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები