LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ბიონსე წვეულებაზე სექსუალური თეთრი კაბით გამოჩნდა (ფოტო)

103

გრემის დაჯილდოების შემდეგ ბიონსემ სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავს ის ოჯახთან ერთად გამარჯვებას. წლევანდელ დაჯილდოებაზე ბიონსე კვლავ გახდა გრემის მფლობელი. ეს წელი იმითაც გამოირჩეოდა, რომ პრესტიჟული მუსიკალური ცერემონიის გამარჯვებული ბიონსეს უმცროსი და, სოლანჟიც გახდა. ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ოჯახის წევრებმა ავთერფართი ბიონსეს სახლში გამართეს, სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

ფოტოებზე ჩანს ბედნიერი ბიონსე, რომელიც ულამაზეს თეთრ კაბაშია გამოწყობილი. მომღერალს, რომელიც ტყუპებს ელოდება,  უკვე ეტყობა მუცელი. ფოტოებზე ის ძირითადად სკამზე ზის, რაც იმას ნიშნავს, რომ დატვირთული დღის შემდეგ ბიონსემ დასვენება გადაწყვიტა. ფოტოებზე ასევე ჩანს ჯეი-ზი, სოლანჟი მეუღლესთან ერთად და ოჯახის სხვა წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები