LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული მეგან მარკლი პრინცესა დაიანას საყურეებით გამოჩნდა (ფოტო)

150

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ოფიციალური 16 დღიანი ტურნე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან, წყვილი მედიასთან პირველად გამოჩნდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მათ საპატივცემულოდ მოწყობილ წვეულებაზე გამოჩნდნენ. თუ აქამდე მეგანი საგანგებოდ მალავდა ორსულობას, ამჯერად მან მომრგვალებული მუცელი გამოაჩინა. პირველი გამოსვლისთვის მან არჩევანი ავსტრალიელი დიზაინერის, „კარენ ჯის“ თეთრ კაბაზე გააკეთა.

მალევე მეუღლეებმა სიდნეის ზოოპარში გადაინაცვლეს, სადაც მათ გულშემატკივრები და ზოოპარკის თანამშრომლები დახვდნენ. აქ უკვე მეგანმა არჩევანი „ბრენდოინ მაქსველის“ მუქი მწვანე ფერის კაბაზე გააკეთა. მედიის ყურადღება მიიქცია პრინცესა დაიანას საყვარელმა საყურეებმა პეპლის გამოსახულებთ, რომელიც მეგანს ზოოპარკში ვიზიტისას ეკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები