LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეით მიდლტონი „ნაიკის“ სპორტულ სამოსში გამოჩნდა (ფოტო)

73

ფეხმძიმე ქეით მიდლტონი, რომელმაც მძიმე ტოქსიკოზით გამოწვეული დისკომფორტი უკვე დაძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ამჯერად ის ლონდონში ჩოგბურთის საერთაშორისო ცენტრს ესტუმრა, სადაც პატარა სპორტსმენებთან ერთად ჩოგბურთი ითამაშა. ქეითი სპორტის ამ სახეობით ბავშვობიდანაა გატაცებული და ყოველთვის ესწრება უიმბლდონის თამაშებს. მიდლტონი ასევე არ უშვებს შანსს ხელიდან, თავად მიიღოს მონაწილეობა თამაშებში. პრინც უილიამის მეუღლე აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესს და საკუთარი ვიზიტებისას ამას ყოველთვის ადასტურებს.

ორსული მიდლტონი, ჩოგბურთის ცენტრში ვიზიტისას, ფანტასტიკურად გამოუყურებოდა „ნაიკის“ სპორტულ სამოსში, რომელიც ინტერნეტში 170 ევროდაა შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები