LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეით მიდლტონი „პრინცესა ელზას კაბით“ გამოჩნდა (ფოტო)

414

ქეით მიდლტონი აგრძელებს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ის ორსულობის მეოთხე თვეში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიდლტონმა მძიმე ტოქსიკოზი უკვე დაძლია.

ამჯერად, ის პრინც უილიამთან ერთად ლონდონში Royal Variety Performance-ს დაესწრო, რომელიც წლებია სამეფო ოჯახის ეგიდით იმართება. ესაა საქველმოქმედო აქცია ბრიტანელი მსახიობების დასახმარებლად, რომლებიც რთული ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

ღონისძიებაზე მიდლტონი საყვარელი დიზაინერის, ჯენი პეკჰამის ლურჯ ბრჭყვიალა კაბაში გამოჩნდა, რომელიც საოცრად გავდა პრინცესა ელზას ცნობილ ლურჯ კაბას, მულტფილმიდან „ყინულის გული“.

მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად ღონისძიების სტუმრებს შეხვდა და მათი ისტორიებიც მოისმინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები