LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ქეით მიდლტონი სოციალურ რეკლამაში გამოჩნდა (ვიდეო)

31

სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილის მშობლები გახდებიან. მძიმე ტოქსიკოზის გამო, კემბრიჯის ჰერცოგინიამ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაზე უარი თქვა. თუმცა, საბოლოოდ მან მიაგნო გზას, როგორ ეკონტაქტოს თანამოქალაქეებს. პრინცის მეუღლემ ჩაწერა ვიდეო, რომელიც ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ეძღვნება. ვიდეო კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად წარმოადგინა:

„ეს მულტფილმი დაგვეხმარება, რომ დავიწყოთ ლაპარაკი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გვასწავლის, რა ვთქვათ და ვისთან ვთქვათ, როდესაც პრობლემასთან მარტო ვრჩებით, ასევე მოვუსმინოთ და დავეხმაროთ თუკი ჩვენი ახლობელი მსგავს სირთულეებს შეხვდა. ხანდახან სიტუაციას უბრალო ლაპარაკიც შველის“, – განაცხადა ქეითმა.

შეგახსენებთ, რომ თავად ქეითი და უილიამი ორ შვილს – 4 წლის პრინც ჯორჯსა და 2 წლის პრინცესა შარლოტას ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები