LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ბლექ ჩაინამ ინტერნეტში ეხოს ფოტო განათავსა

182

6 მაისს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვიანი ურთიერთობის თავზე ბლექ ჩაინა და რობ კარდაშიანი მშობლები გახდებიან. 27 წლის ჩაინა თავს ბენდიერად გრძნობს და სულ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში მომრგვალებული მუცლით. ყოფილი ქორეოგრაფი და ბიზნესვუმენი ძალიან ამაყობს თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით და არც ის პრობლემა აწუხებს, რომ საგრძნობლად მოიმატა წონაში.

ამჯერად ბლექ ჩაინამ, რომელიც სკანდალურობით არაფრით ჩამოუვარდება კარდაშიანებს, ახალი ფოტო გააზიარა. ის ტოპსა და ელასტიკურ შარვალში პოზირებს სარკესთან, სადაც კარგად ჩანს მისი მუცელი. ამავე დროს ბლექ ჩაინა ეხოს ფოტოსაც აქვეყნებს ემოციური წარწერით: „ჩვენ ორნი“. შეგახსენებთ, რომ მას უკვე ჰყავს 3 წლის ვაჟი ყოფილი ბოიფრენდ Tyga-სგან, რომელიც კაილი ჯენერს ხვდებოდა. ამის გამო კარდაშიანები ჩაინასა და რობის ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდნენ. თავის მხრივ რობ კარდაშიანმა საცოლეს ყოფილ ბოიფრენდთან კონტაქტი აუკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები