LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ნატალი პორტმანმა ვაშინგტონში „ჯეკი“ წარმოადგინა

45

ჰოლივუდში ბეიბი-ბუმი გრძელდება – „შავი გედის“ ვარსკვლავის, მილა კუნისის შემდეგ, რომელიც დედა რამდენიმე დღის წინ გახდა, კიდევ ერთი შვილის ქვეყანაზე მოსავლენად ნატალი პორტმანიც ემზადება. მანამდე კი, მსახიობი აქტიურად დადის ფილმის პრომოტურში. ამჯერად პორტმანი ვაშინგტონში ფილმს „ჯეკის“ პრემიერას დაესწრო, სადაც საკმაოდ მომდგარი კაბით ხაზი გაუსვა თავის მდგომარეობას.

პორტმანი 6 თვის ორსულია, მისი საკმაოდ მოზრდილი მუცელი კი ბადებს ეჭვს, რომ ვარსკვლავი ტყუპებს ელოდება. ამ ყველაფერზე, ბუნებრივია, მსახიობი კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტების მიერ მხოლოდ ფილმის გარშემო დასმულ კითხვებს პასუხობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები