LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ქეით მიდლტონმა მარკეტში მწვანილი თავად შეიძინა (ფოტო)

48

ქეით მიდლტონის მოულოდნელი გამოჩენა ნორფოლკის სუპერმარკეტის მომხმარებლებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარი ტელეფონით გადაიღო ფოტოები, როგორც არჩევს პროდუქტებსა და მწვანილს პრინცი უილიამის მეუღლე და როგორც აწყობს მას საკუთარ „რენჯ როვერში”. მაღაზიაში ქეითი მარტო იმყოფებოდა, მანქანასთან კი ასისტენტი ელოდებოდა, რომელიც პროდუქტების დახარისხებაში დაეხმარა.

მიდლტონი, რომელსაც ერთ კვირაში მშობიარობა უწევს, ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ყავისფერ პალტოსა და ელასტიკებში. ესაა პირველი შემთხვევა, როცა სამეფო ოჯახის წევრს ამ ამპლუაში ვხედავთ. აქამდე ქეით მიდლტონი მაღაზიასა თუ მარკეტში არასოდეს გამოჩენილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები