LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ქეით მიდლტონმა წონაში საგრძნობლად მოიმატა (ფოტო)

52

ქეით მიდლტონი ბავშვთა ორგანიზაციების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ის Great Ormond Street Hospital-ს სტუმრობდა, სადაც მის დასახვედრად პატარა პაციენტები განსაკუთრებულად მოემზადნენ. ჰოსპიტალის შესასვლელთან ქეითს პატარა პაციენტი დახვდა და მას ყვავილები გადასცა. მოგვიანებით  მიდლტონმა  პაციენტები პალატებში მოინახულა და მათთან გასაუბრებაც მოასწრო. Great Ormond Street Hospital-ს სამეფო ოაჯხის წევრები ხშირად სტუმრობენ, ამ კლინიკის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული პრინცესა დაიანაც. მიდლტონი ღონისძიებაზე ბრენდ Boden Lena-ს წითელი ფერის მაქმანებიან პალტოში გამოცხადდა. მოგვიანებით კი, კლასიკურის სტილი სპორტულით ჩაანაცვლა.

კლინიკაში ვიზიტის შემდეგ ქეით მიდლტონმა, რომელიც აპრილში მესამე შვილს ელოდება, მიტჩამში Bond Primary-ს სკოლა მოინახულა. სკოლა აქტიურად უჭერს მხარს ჩოგბურთის განვითარების პროგრამას და  ორგანიზაცია Wimbledon Junior Tennis Initiative-თან თანამშრომლობს. ამ უკანასკნელის პატრონაჟს კი ქეით მიდლტონი ეწევა. პრინც უიალიმის მეუღლე ღონისძიებაზე სპორტულ სამოსში გამოცხადდა. თეთრი ფერის სპორტულ სამოსსა და ფეხსაცმელში მიდლტონმა ბავშვებთან ჩოგბურთი ითამაშა და სხვა სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთო. ყველა ფოტოდან ჩანს, რომ მიდლტონმა საოცრად მიომატა წონაში, რადგან ის უკვე ორსულობის მეექვსე თვეში იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები