LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალაში დაჭრილ პირს გულმკერდის ღია ჭრილობების გამო ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა

27

ორთაჭალაში სროლის შედეგად დაჭრილი ერთი პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მას კვლავაც ექიმების დახმარება ესაჭიროება.

ადგილობრივების თქმით, მათ პირველად 10 გასროლის ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი იმ ადგილიდან 200 მეტრში კვლავ გაგრძელდა დაპირისპირება ახალგაზრდა მამაკაცებს შორის, სადაც მოხდა ერთ-ერთი მამაკაცის დაჭრა.  ადგილობრივებმა არ იციან, ვინ არის დაჭრილი, ან რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

ექიმი-რეანიმატოლოგის, ალექსანდრე მხარგრძელის, თქმით კი, პაციენტს  გულმკერდის ღია ჭრილობები ჰქონდა და მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

პაციენტს გულმკერდის ღია ჭრილობების გამო ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, – განაცხადა მხარგრძელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები