LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალაში მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს

38

ორთაჭალაში, აბანოთუბანთან შუახნის მამაკაცი “ტოიოტას” მარკის ავტომობილში  მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა. მანქანას გარედან ნატყვიარი ეტყობა. ადგილზე  ექსპერტ-კრიმინილისტები მუშაობენ. ასევე , მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები