LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ ნომინანტების ერთობლივი ფოტო

181

„ოსკარის“ ცერემონიამდე სულ ცოტა დრო დარჩა, ლოს-ანჯელესში კი სულ უფრო მეტი ღონისძიება იმართება, რომელიც პრემიას ეძღვნება. ერთ-ერთი მათგანი – „ოსკარის“ ნომინანტების სადილი – ტრადიციულად სასტუმრო The Beverly Hilton-ში გაიმართა.

სტუმრებს შორის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი ტრიუმფატორები – რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი, ნატალი პორტმანი, კეისი აფლეკი და სხვები იყვნენ. წითელ ხალიჩაზე ასევე ჯასტინ ტიმბერლეიკს, ვიოლა დევისს, ფარელ უილიამსსა და სხვა ვარსკვლავებს დაინახავდით.

დღის ბოლოს კი, მათ ტრადიციული ერთობლივი ფოტო გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში, 26 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები