LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ სავარაუდო ნომინანტები „გამოჩენილი პოპულარული ფილმის“ კატეგორიაში

74

სულ რამდენიმე კვირის წინ, ამერიკული კინოაკადემიის მესვეურებმა ძველ ნუსხაში კიდევ ერთი – „გამოჩენილი პოპულარული ფილმის“ ნომინაცია შეიტანეს. გთავაზობთ, 2019 წლის „ოსკარის“ ახალი ნომინაციის სავარაუდო პრეტენდენტების შორტ-ლისტს.

„შავი პანტერა“ (Black Panther) – რაიან კუგლერის დრამამ შავკანიანი მსახიობების მონაწილეობით, 1,3 მილიარდი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში და მაყურებლის სიმპათიასთან ერთად კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.

„შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (Avengers: Infinity War) – ენტონი და ჯო რუსოს ფანტასტიკურმა ბოევიკმა, რომელიც Marvel-ის სუპერგმირების თავგადასავლებზე შექმნილი კომიქსების ერთგვარი კინოვერსიაა, 2-მილიარდიანი მოგება მოუტანა მის ავტორებს და „ოსკარის“ სავარაუდო ნომინანტი გახდა.

„დედპული“ (Deadpool 2) – რა თქმა უნდა, Marvel-ის დამარცხებას მხოლოდ Marvel-ი თუ შეძლებს. მართალია, „X ადამიანების“ ცნობილი კინოსერიის მორიგმა ფილმმა შედარებით მოკრძალებული მოგება – 733 მლნ. ნახა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა, მაგრამ ფანტასტიკის მოყვარულები მაინც კმაყოფილი დატოვა.

„მშვიდი ადგილი“ (A Quiet Place) – მართალია, საეჭვოა, რომ ჯონ კრასინსკის საშინელებათა ფილმი ნომინაციის გამარჯვებული გახდება და „ოსკარის“ პრემიას მოიპოვებს, მაგრამ ჟანრის თაყვანისმცემელთა შორის უკვე მოიპოვა პოპულარობა.

„ოუშენის რვა მეგობარი“ 8 (Ocean’s 8) – როგორც ჩანს, ფემინიზმი არ თვლემს, რადგან წლის საუკეთესო ფილმად ქალბატონების მონაწილეობით, სწორედ „ოუშენის რვა მეგობარი“ იქცა, რომელმაც ჯორჯ კლუნის და მისი სახელოვანი „ბანდის“ გარეშეც საკმაოდ საინტერესო, დამაინტრიგებელ ისტორია მოუთხრო მაყურებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები