LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსკარზე წარდგენილი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საერთაშორისო პრიზის მფლობელია

114

ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელია – ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „საშიში დედა“ ეგვიპტეში ელ გოუნას საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ჯილდო გულისხმობს ფულად პრიზსაც – 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.

ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრების მაგალითზე, აკრძალვებისა და სტერეოტიპების შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა საფესტივალო ცხოვრება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და არაერთი პრიზი აქვს მოპოვებული, მათ შორის ლოკარნოსა და სარაევოს კინოფესტივალების.

„საშიში დედა” საქართველოდან ოსკარზე, უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარდგენილი ფილმია.

კინოსურათი ქართულ-ესტონური ერთობლივი ნამუშევარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები