LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსორაულის ოჯახი- გარდაცვალების დამადასტურებელი ფოტოები შეიძლება მონტაჟი იყოს

52

კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. სოსო ოსორაულის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა და დიპლომატიური უწყებისგან ოფიციალურ კონგოსთან მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა. ისინი სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ , უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ შესაძლებელია ფოტოები დამონტაჟებული იყოს.

შეგახსენებთ, ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1805201613134980&set=a.1391400544515091.1073741830.100009354754858&type=3&theater

24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ, სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები