LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძე ისევ კლინიკაში გადაიყვანეს

92

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს. აბესაძის ადვოკატების განცხადებით, მას დღეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

8 იანვარს აბესაძის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა. მომდევნო სასამართლო პროცესი 15 იანვარს, 13:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. გუშინვე მოსამართლემ ოთარ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა, აბესაძისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გამო, პროცესი გადადებულიყო, არ დააკმაყოფილა.

ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა, ხოლო ბრალი 13 ივლისს წაუყენა. 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები