LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძე საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ

101

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე, საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ.

აბესაძე ჰოსპიტალში სრულფასოვანი გამოკვლევების ჩასატარებლად გუშინ უნდა გადაეყვანათ, თუმცა ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ არ ხდება ამ დრომდე საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მოთხოვნის შესრულება და რატომ არ მოხდა მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე, ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ამჟამად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ოთარ აბესაძე დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები