LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძე, საქმეში არსებულ ჩანაწერებში, სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს – პროკურორი

59

ოთარ აბესაძე, საკუთარ საქმეში არსებულ ჩანაწერებში,  მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს, ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა. სხვა დეტალებზე ბრალმდებელი არ საუბრობს.

მარშანიას განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ოთარ აბესაძე საჯარო მოხელე არ არის და მისთვის წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ ეთანხმება.

“ოთარ აბესაძე დანიშნულია თბილისის მერის მიერ, ხელფასის სახით 3400 ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის უფლებამოსილებაში შედის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები და შესაბამისად, საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ასრულებს. საჯარო მოხელის შესახებ კანონის 125 მუხლის თანახმად, რა მოცემულობაც გვაქვს ახლა, ცალსახად დგინდება, რომ ის არის საჯარო მოხელე”, – განაცხადა მარშანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები