LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

50

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ მერიის მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

დაკავებულს ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში გააცნეს.

ბრალდებულის ადვოკატის ლილი გელაშვილის თქმით, აბესაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მანვე დაადასტურა, რომ საქმეში არის გარკვეული მასალები, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, თუმცა მის შინაარსზე ადვოკატმა არ ისაუბრა.

„მტკიცებულებებთან დაკავშირებით და საერთოდ, საქმის მასალებთან დაკავშირებით, ვიმსჯელებთ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებაზე. ამ ეტაპზე, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ შეფასებისგან. შეგვიძლია განვაცხადოთ ის პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ოთარ აბესაძეს, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას,“ – განაცხადა ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები