LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ჭილაძის ქუჩაზე სასტუმროს მოსაწყობად 10 მილიონი დაიხარჯება

54

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე ახალი სასტუმრო მოეწყობა, რისთვისაც 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

ობიექტი გასაყიდად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა და 3,8 მილიონ ლარად გაასხვისა.

შეგახსენებთ, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ინვესტორებს შესთავაზოს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონება სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 43 200 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 71 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები