LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ფარცხალაძე საცობების გამო გამოკითხვაზე დაგვიანებით მივიდა

224

ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძე ადვოკატებთან ერთად მივიდა. მას 13 მაისს მომხდარზე ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ადასტურებს, რომ შარდენის ქუჩაზე მდევარე ერთ-ერთ ბარში გენერალურ აუდიტორს ნამდვილად შეხვდა,  თუმცა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „პირველივე დაძახებაზე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში“. ადვოკატის თქმით, ისინი ითანამრომლებენ გამოძიებასთან, რადგან „ფარცხალაძეს დასამალი არაფერი აქვს“.

ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა გზებზე შექმნილი საცობის გამო თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები