LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს

101

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას  ფარცხალაძის ადვოკატი ავრცელებს. გაგი მოსიაშვილის თქმით,  ყოფილ მთავარ პროკურორს ცემას ედავებიან. თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება.

საქმე ეხება გასული წლის 12 მაისს,  შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ელ-ცენტროში“ მომხდარ დაპირისპირებას. ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მტკიცებით, მას ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. თორდია მომხდარს მისი უწყების საქმიანობას უკავშირებს.აუდიტის სამსახური იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები