LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ კახიძე 500 ლარით დაჯარიმდა და იარაღის ტარება დროებით აეკრძალა

40

ოთარ კახიძე 500 ლარით დაჯარიმდა და იარაღის ტარება 1 თვის ვადით აეკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ყანჩაშვილმა მიიღო.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

“2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია”, – განაცხადა ოთარ კახიძემ სასამართლოში და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ოთარ კახიძე 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველოს” ორგანიზებულ აქციაზე იარაღით იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები