LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხ წელში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 595 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

66

ოთხ წელში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 595 მილიონ ლარზე მეტი გაიცა – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2013-2017 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯები გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, სარეზერვო ფონდი, ძირითადად, ფორსმაჟორული სიტუაციებისთვისაა განკუთვნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 595 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ამასთან, მათივე ცნობით, ფონდის მოცულობა ყოველწლიურად დაგეგმილთან შედარებით, მინიმუმ 80%-ით იზრდებოდა.

IDFI -ს მონაცემებით, ფონდის მთლიანი თანხის 26,17% (155 მილიონ ლარზე მეტი) გაუთვალისწინებელ ხარჯებზე დაიხარჯა. ასევე, ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები