LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი ადამიანი გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ცხოვრობს

82

გორის ყოფილი აგრარული ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

საერთო ტუალეტში მცხოვრებთა შორის, 8 თვის ორსული ქალია, რომელიც ბავშვს მაისში ელოდება.

მისი მეუღლე, წარმოშობით ფლავისმანელი სოსო აზალაძე, მეორე დღეა, ტუალეტში და-ძმამ ნაზი და თამაზ საათაშვილებმა შეიფარეს.

ნაზი საათაშვილი საერთო ტუალეტში მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის, ძმასთან ერთად, ქუჩაში აღმოჩდა, ტუალეტი საცხოვრებლად გადააკეთეს.

თამაზ საათაშვილი ანთებული ღუმელით ღამის საათებში გორის ქუჩებში მოძრაობს და ნაგვის ურნებიდან პლასტმასის ბოთლებს აგროვებს. ნაზი საათაშვილი კი, მძიმედაა დაავადებული.

წყარო: qartli.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები