LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი უძლიერესი ქვეყანა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა

52

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად შეხვდებიან ინგლისის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლები.
ბოლო 8 წელიწადში პირველად მოხდა, რომ ოთხივე გუნდი სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენს.

მოგეხსენებათ, წლევანდელი ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ: „რეალი“ (ესპანეთი), „ლივერპული“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), „რომა“ (იტალია).

ცოტა გასაკვირიც შეიძლება იყოს, მაგრამ პირველად მოხდა, რომ ოთხი უძლიერესი ჩემპიონატის გუნდები გავიდნენ ამ სტადიაზე. წესით, ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო.

გარდა ამისა, 2010 წლის შემდეგ ლიგას ნახევარფინალში ოთხი ქვეყანა წარმოადგენს. მაშინ ნახევარფინალში გავიდნენ „ბაიერნი“, „ლიონი“, „ინტერი“ და „ბარსელონა“.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 13 აპრილს, შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები