LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხპუნქტიანი გეგმა სწრაფი ეკონომიკური განვითარების სწორი გზაა – ჩუგოშვილი

91

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმა არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწორი გზა.

„ის ბიუჯეტი, რომელიც არის შემოტანილი არის ამის წინაპირობა და ამ გეგმისკენ გადადგმული ნაბიჯი. მესმის, რომ არის საკმაოდ მტკივნეული მოცემულობა და მტკივნეული ნაბიჯებიც, რომელსაც ბიუჯეტიც მოიცავს და ის მოცემულობაც, რომელიც ლარის კურს უკავშირდება, თუმცა ჩვენ ამ მოცემულობაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ყველა ის ნაბიჯი რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემოთავაზებული არის სწორი გათვლა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები