LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხშვილიანი ოჯახი ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს – დიმიტრი ხუნდაძე

194

სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა მოხდება, რისი საშუალებითაც ეს ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

“მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება”, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი საქართველოში 2006 წელს გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები