LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო აბესაძის საქმე და პირადი – ვინ არის მერიის თანამშრომელი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

835

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია: „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს ქ. თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა”.

ოთო აბესაძე გახლავთ მერიის წარმომადგენელი საკრებულოში. ის განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მოადგილედ მუშაობდა. არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი. მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ხშირად შეხვდებით სტატუსებს, სადაც ივანიშვილის ქველმოქმედებას საქართველოში ვრცლად მიმოიხილავს. სწორედ ის გახლდათ ის ადამიანი, ვინც სოცქსელში ივანიშვილის ყველა მსხვილი ქველმოქმედების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. მის ფოტოალბომში ნახავთ კახი კალაძესა და ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

რაც შეეხება პირადს, ოთო აბესაძე შეყვარებულია. მისი რჩეული დეა აფციაურია, რომელსაც ზუსტად ერთი წლის წინ შეხვდა. 9 ივლისს ამ თარიღის აღსანიშნავად ოთომ „ფეისბუქზე“ დეას ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ზუსტად 17:35 წუთზე ჯინოში წყლიდან რომ ამოვყვინთე, გავიგე ხმა, „ოთო“ – ვიღაც მეძახდა…

ამის მერე ყოველ დღე მესმის ჩემი სახელი ამ ლამაზი ტუჩებიდან ❤️

ერთი წლის წინ გავიცანი ეს გოგო და ჩემი ცხოვრება 100% ით შეცვალა ❤️

მადლობა თითოეული წუთისთვის და მადლობა იმ საოცარი ემოციებისათვის, რომელიც განმაცდევინე❤️ოთოზე მეტი ხარ ჩემთვის ❤️

P.S. აი, ესე რომ ჩაეძინება მხარზე, როგორ არ შეგჭამე, პირდაპირი მნიშვნელობით, არ გიკვირს?“

ოთო აბესაძის დაკავებას აქტიურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელში. მათ შორისაა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც წერს:

„აბესაძის ქრთამზე დაკავება შეიძლება ერთი მხრივ იმას მოწმობდეს, რომ „ოცნება“ კორუფციას ებრძვის და თავისიანებსაც არ ინდობს, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი ფაქტის შემდეგ როგორ გინდა დაიჯერო, რომ მერიაში 3000 დოლარზე მეტი ქრთამი არ აუღიათ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები