LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძემ „კოხტა თოჯინასავით“ რჩეული გამოაჩინა

197

მომღერალ ოთო ნემსაძეს ახალი რჩეული ჰყავს – სოფო მეძმარიაშვილი. ოთომ „ფეისბუქის“ გვერდზე დადო მასთან ერთად გადაღებული ფოტო. მეგობრები ეკითხებიან, მიულოცონ თუ არა და ის პასუხობს, რომ მილოცვა თამამად შეუძლიათ. მომღერალი წერს, რომ ის ურთიერთობაშია სოფო მეძმარიაშვილთან. ერთ-ერთი მეგობარი ოთოს უწერს, რომ მისი რჩეული კოხტა თოჯინას ჰგავს.
სტატუსს ბევრი ცნობილი ადამიანიც გამოეხმაურა. დათო არჩვაძე წერს, „ფერი ფერსო. ჩემი ოთოსნაირი გადარეული. თოჯინობა ერთი და როგორი ჯიგარი და ოქროს გოგონაა“.

ანა მარგველაშვილი: „მიყვარხართ“.

თიკა მახალდიანი: „როგორ გამიხარდა“.

შეგახსენებთ, რომ ოთო ნემსაძე პირველ ცოლს, თათა კუპრავას გაშორებულია. თათაზე 2014 წლის ივლისში იქორწინა. როგორც ოთოს მეუღლე ამბობდა, ათი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. იქ მეგობრებთან ერთად „ჯეოსტარს“ უყურებდა და ოთოს გულშემატკივრობდა, შემდეგ კი ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. მოგვიანებით, ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ და სიყვარულის ამბავი განვითარდა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიმე თვის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა ისე, რომ მიზეზზე არც ერთ მათგანს არ უსაუბრია. როგორც ჩანს, ოთომ იპოვა ახალი სიყვარული და ძალიან ბედნიერი ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები