LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოუშენის რვა მეგობარი“: ახალი კადრი გადასაღები მოედნიდან

131

უკანასკნელი თვეები მომღერალ რიანას განსაკუთრებით დატვირთული აქვს. გარდა მომღერლის კარიერისა, ის ძალებს კინოშიც სინჯავს – რირი სტივენ სოდერბერგის „ოუშენის რვა მეგობრის“ რიმეიქში მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ  მომღერალმა გადაღებიდან ფოტო საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა, სადაც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ქალები არიან გამოსახულები.

შეგახსენებთ, რომ პარტნიორობას რიანას ქეით ბლანშეტი, სანდრა ბალოკი, ენ ჰეთევეი, ჰელენა ბონემ კარტერი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები უწევენ. სიუჟეტის მიხედვით, ისინი ყოველწლიური საქველმოქმედო საღამოს, Met Gala-ს გაძარცვას გეგმავენ. სწორედ აღნიშნული როლისთვის რიანამ დრედები მოირგო, რომლითაც ბოლო პერიოდში პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილა.

ფილმის პრემიერა 2018 წლის ზაფხულში შედგება. ეპიზოდურ როლებს მასში კიმ კარდაშიანი, ჯარედ ლეტო, ჯეიმს კორდენი, ალექსანდრ ვანგი და სხვა ცნობილი სახეები ასრულებენ.

https://www.instagram.com/p/BP41D3fAH2M/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები