LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოუშენის რვა მეგობრის“ პირველ პოსტერზე რვა მეგავარსკვლავი გამოჩნდა  (ფოტო)

161

კინოკომპანია Warner Bros-მა  ახალი ფილმის, „ოუშენის რვა მეგობრის“ პირველი ოფიციალური პოსტერი გამოუშვა. ფოტოზე ერთდროულად რვა მეგავარსკვლავი ჩანს. მათ შორის სანდრა ბალოკი, ქეით ბლანშეტი, რიანა, ენ ჰეთეუეი, ჰელენა ბონემ კარტერი, სარა პოლსონი და სხვები. გერო როსის ახალი ფილმის პრემიერა 2018 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, იქამდე კი ინტერნეტში უკვე გამოჩნდა კადრები გადასაღები მოედნიდან.

სტივენ სოდენბერგის ოუშენის ტრილოგიის რიმეიქს მაყურებელი დიდი ხანია ელის. ფილმის მთავარი გმირი დები ოუშენია, რომლის როლსაც სანდრა ბალოკი ასრულებს. ის ნიუ-იორკის მუზეუმის ძარცვის ოპერაციას გეგმავს და ამისთვის საუკეთესო ქალთა გუნდს კრეფს. ფილმის გადაღებები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, დიდი ეკრანებზე კი ის 2018 წლის 8 ივნისს გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები