LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთელი ცოლ-ქმარი რესპუბლიკელებისა და ვაშაძის გაერთიანების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდა

40

„რესპუბლიკური პარტიის“ მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე მეუღლეს,  ვლადიმერ ვადაჭკორიას დაუპირისპირდა.  ამის შესახებ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს.

ვლადიმერ ვადაჭკორია „რესპუბლიკური პარტიის“ ოზურგეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. თამარ დუმბაძე აცხადებს, რომ წლებია, თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ემიჯნება მეუღლის პოლიტიკურ შეხედულებებს.

„მკვეთრად ვემიჯნები მეუღლის პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან რთულია, როდესაც ოჯახში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს დიდი კონფლიქტის წყარო გახდა. წერტილს ვუსვამ ვლადიმერ ვადაჭკორიას, როგორს სუბიექტის და ჩემს ერთად მოაზრებას, რადგან ჩვენ რადიკალური პოზიციები გვაქვს. ვგმობ მის განცხადებას და მეტიც, დღეიდან ჩემი მოწინააღმდეგეა“, – აცხადებს თამარ დუმბაძე, თუმცა განმარტავს, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობის მათ პირად ცხოვრებას არ ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები