LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის საკრებულოს “ენმ”-ის დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს

72

ოზურგეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: ბესო ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან დაიწყეს.

როგორც ბესო ქათამაძემ განაცხადა, ისინი ბესო ქათამაძესთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას, “ქართული ოცნების” წევრების სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ბესო ქათამაძემ მმართველ გუნდს პარასკევამდე მისცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციებს აანონსებენ.

“ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, საკრებულოს შენობის ბლოკირებას მოვახდენთ და “ქართული ოცნების” წევრებს არ შემოვუშვებთ,” – განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ოზურგეთის მერიის შენობასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები