LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ამავე საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებმა სცემეს

98

 

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს ბესო ქათამაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაესხნენ თავს. დავით მჟავანაძე საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ქართული ოცნების დეპუტატებს ბესო ქათამაძის ფეისბუქ პოსტი არ მოეწონათ და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბესო ქათამაძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოსტი ჰქონდა დაწერილი. ბესოს “ქართული ოცნების” ფრაქციის ოთახში თავად უმრავლესობის დეპუტატებმა სთხოვეს შესვლა, ზურგიდან მიეპარნენ და თავის არეშე დაარტყეს. ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გელა აროშიძე, ასევე დეპუტატი გენო ჩავლეიშვილი. მთლოანობაში ბესო ქათამაძეს 6 პირი დაესხა თავს და თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. იგი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ფაქტი შეისწავლოს”, – განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულოსხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები