LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში, აქციაზე 2 პირი დააკავეს

71

ოზურგეთის მერიის წინ, აქციაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა შეიკრიბნენ, 2 პირი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, მეორე კი “ქართული ოცნების”.

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც “ენმ”-ს “ქართული ოცნების” წევრები მიუახლოვდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, თუ არ დაისჯებიან ინციდენტში მონაწილე პირები და იმ დეპუტატებს, რომლებიც მას თავს დაესხნენ, სადეპუტატო მანდატი არ შეუწყდებათ, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

საპროტესტო აქცია ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან გრძელდება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. პირველ რიგში, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” წევრების პასუხისგებაში მიცემას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

“ენმ”-ში ამბობენ იმასაც, რომ ბესიკ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არა მარტო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ მიაყენა, არამედ, დეპუტატს საკრებულოს 4 წევრი დაესხა თავს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მანამდე ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები