LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

94

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. ამ მიზნით, პროგრამა „ქართული ჩაის“ რეაბილიტაციის ფარგლებში შპს „ნატურა თი კომპანის“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან დაბა ლაითურში მდებარე 155 039 კვ.მ. ჩაის პლანტაციები 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

ასევე პროგრამის ფარგლებში კომპანია ჩაის პირველადი გადამუშავების საწარმოს შესაქმნელად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან მიიღებს 70%-იან დაფინანსებას, რომლის ოდენობაც 27 125 ლარს შეადგენს. საწარმოს მოსაწყობად კი ჯამში 38 750 ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები