LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა

74

ოზურგეთში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც გურიის გუბერნატორის პრესსამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, შუახნის მამაკაცი სახურავზე ასვლას ცდილობდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვერ მოახერხა და გადმოვარდა.

“სახლის სახურავი იყო დაზიანებული და მისი გასწორება უნდოდა, თუმცა გადმოვარდა და გარდაიცვალა”, – განაცხადეს გურიის გუბერნატორის პრესსამსახურში.

გარდა ამისა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის მანქანაში იჯდა რა დროსაც ხე დაეცა. მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, თუმცა ისინი უბედურ შემთხვევას უვნებლები გადაურჩნენ.

ამ წუთებში გურიაში ქარი ჩადგა. მხოლოდ წვიმაა, თუმცა არც ისე ძლიერი. რეგიონში იჭრება დაზიანებული ხეები და ცდილობენ ზარალის დათვლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები