LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში კინოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყება

260

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დღეს „გოსფილმოფონდი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს სავკინა გალინას, მთავარ ინჟინერს სერგეი მელნიჩუკს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს – მიხაილ ვასინის და სვეტლანა დმიტრიევას შეხვდა.
ვიზიტის მიზანს ქალაქ ოზურგეთში კინოთეატრში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა წარმოადგენდა.
,,გოსფილმოფონდი“-ს წარმომადგენლებმა ქალაქის მერთან ერთად კინოთეატრის შენობა დაათვალიერეს და შენობაში არსებულ სიტუაციას დეტალურად გაეცნენ.
ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძეს განცხადებით, კინოთეატრის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

,,მოხარული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში კონოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყება. სტუმრები შენობაში არსებულ სიტუაციას უკვე გაეცნენ და ძალიან საინტერესო გეგმები დასახეს, რისი განხორციელების შემდეგაც, ქალაქ ოზურგეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონოთეატრი ექნება. წარმოდგენილი იქნება არა ერთი, არამედ სამი კონოდარბაზი, ასევე, სივრცე პატარებისათვის მულტიპლიკაციური ფილმების სანახავად. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახალგაზრდების ერთ-ერთი ძირითადი თხოვნა კინოთეატრის აღდგენა გახლდათ. გამომდინარე აქედან, განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ მათი ეს სურვილი მალე რეალობად იქცევა. სახელმწიფო თეატრი და ფოლკლორის ცენტრი რეაბილიტაციის პროცესშია, მალე კინოთეატრის გარემონტებაც დაიწყება. ამ სამი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებით, ჩვენ, ფაქტობრივად, ისტორიულ პროცესს ვახორციელებთ. ვხედავთ, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი აბსოლუტურად იცვლება”, – განაცხადა მან.

2016 წელს „გოსფილმოფონდი“-სა და საქართველოს კინოცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საბჭოთა პერიოდში (1921-91 წლები) შექმნილი ქართული ფილმების საწყისი მასალების დამზადება და საქართველოსთვის მათი ეტაპობრივად გადმოცემა უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, როდესაც სამშობლოში 4 ქართული ფილმი ჩამოვიდა, პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოში ვიზიტით ფილმსაცავის გენერალური დირექტორი ნიკოლაი ბოროდაჩევი იმყოფებოდა, რომელმაც გამოთქვა სურვილი „გოსფილმოფონდს“ თავისი რესურსით აღედგინა რომელიმე რეგიონული კინოთეატრი. არჩევანი ოზურგეთის კინოთეატრზე გაკეთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები