LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში “ლიბერთი” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

564

ოზურგეთში დაუდგენელმა პირებმა “ლიბერთი” ბანკის ცენტრალური ოფისის წინ, ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა დღეს მოხდა. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები