LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში მამამ შვილი დაჭრა

51

ოზურგეთში მამამ შვილი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან 1 საათში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო,”- აცხადებენ შსს-ში.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები