LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა

45

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის მამაკაცმა საკუთარი და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა, რის შემდეგაც 80 წელს გადაცილებული დის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

რეგიონული მედიის ინფორმაციით, ცხედარის წინასწარი დათვალიერების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის იარაღი ჩაქუჩი იყო.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები