LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში სიმღერა-გალობის მუზეუმი აშენდება

87

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმი აშენდება.

მუზეუმში განთავსდება საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას უზრუნველყოფს ფონდი „ქართული გალობა“, პროექტი კი თემთა მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 450 000 ლარია.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში არტემ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელთა კრებაზე იმსჯელეს, რომელსაც დაესწრნენ ფონდ „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის წარმომადგენლები, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ანსამბლ „ერისიონისა“ და ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელები და სხვები.

„ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქი“ ის პროექტია, რომლის განხორციელებისათვის მაქსიმუმი გაკეთდება, რათა ხელი შეეწყოს ფოლკ-ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას“ -განაცხადა გუბერნატორმა. 

როგორც შეხვედრაზე არტემ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა ავთანდილ სურგულაძემ აღნიშნა, ფონდის ძირითადი მიზანია შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხური შემოქმედების განვითარება-პოპულარიზაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები