LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე, სასამართლოში ჩვენების მისაცემად, საქართველოში 8 იანვარს ჩამოვა

48

პაატა ბურჭულაძე საქართველოში 8 იანვარს ჩამოვა და სასამართლოში მისცემს ჩვენებას იმ შემთხვევაში, თუ მანამდე გამომძიებელი სასამართლოში მოაგვარებს პროცედურებს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, პაატა ბურჭულაძე დაბარებულია მოწმის სტატუსით.

”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწმის დაკითხვის ორ ფორმას. ერთი არის გამომძიებლისათვის ჩვენების მიცემა, ხოლო მეორე ფორმაა ჩვენების მიცემა სასამართლოსთვის. არჩევა შეუძლია თავად დასაკითხ პირს. ამ შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძემ აირჩია სასამართლოზე დაკითხვის ფორმა. პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ უფრო გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება დაკითხვის ის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, აბსურდულია ბრალდება იმაზე, რომ ფონდი „იავნანას“ ყუთების დადგმის, გახსნისა და გადატანის პროცესი არ ხდებოდა სწორად.

როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ პაატა ბურჭულაძე 13 დეკემბერს გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა თავად ბურჭულაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მის დაკითხვას მოსამართლის წინაშე ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები