LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძის მეუღლემ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა

94

ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, ვასილენკო 8 ოქტომბერს სასამართლოში გამოიკითხება.

ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე იყო დაბარებული.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, მიზეზად კი მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები