LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს ტკიპებს მოერიდონ

52

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს ტკიპებისგან თავი დაიცვან. მისი ინფორმაციით დათბობსთან ერთად გადამტანებით გადამცემი დაავადებების სეზონი იწყება და ტკიპებიც აქტიურდებიან.

„დასავლეთ საქართველოში ტულარემიის სამი შემთხვევა დაფისქსირდა, რომელიც მღრღნელებით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით გადადის, დაფიქსირდა ყირიმ -კონგოს შემთხვევაც, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ ტკიპებთან, ბუნებაში სეირნობისას, საქონლის დამუშავებისას. ხშირად საქონელს ტკიპებს დაუცველი ხელით აცლიან, რაც ინფექციის შეჭრის რისკს ზრდის“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება კოღოებს, პაატა იმნაძის განცხადებით დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ გამოფრენილან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები