LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

54

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულში ნაწლავთა ინფექციების საშიშროებაა, ასევე, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25%-ით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით.

იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია.

„ყოველგვარი სალათი, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხოლმე. არაფერს არ უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი კრემიანი ნამცხვრები, ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ შეკითხვას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.

„თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთ წუთიანი დუღილის შემდეგ,“ – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) უნდა წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. მისივე თქმით, ივნისის ბოლოდან დაიწყებენ მწერები გააქტიურებას და საჭიროა რეპელენტების მოხმარება.

“ახლა არის ის სეზონი, როდესაც ტკიპები არიან გააქტიურებულები. ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი. შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს, ამიტომ ძალიან კარგია ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს დაიცავს არა მხოლოდ ტკიპებისგან. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს. სწორედ ივნისის მეორე ნახევარში ყველა ეს მწერი გააქტიურდება,” – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები