LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

75

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, წელს საქართველოში ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებული სამი აფეთქება იყო.

„ზაფხულში ჩვეულებრივზე 20%-ით მეტია ხოლმე ნაწლავური ინფექციები სხვა სეზონებთან შედარებით, ახლაც ასეა. უბრალოდ ამ ინფექციების გამომწვევების შიდა გადანაწილება მოხდა. სამი მცირე აფეთქება გვქონდა – თბილისში, ერთ-ერთ მაღალმთიან კურორტზე და კახეთის ერთ-ერთ რაიონში. გამომწვევი იყო შიგატოქსინ მაპროდუქცირებელი ნაწლავის ჩხირი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ეს ბაქტერია ფაღარათს იწვევს, რაც საყურადღებოა.

„ძალიან საყურადღებოა სისხლიანი ფაღარათი. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით საშიშია ეს ბავშვებსა და მოხუცებში,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადების ეპიდემია 2011 წელს გერმანიაში იყო.

„2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, რამდენიმე ასეული ადამიანი გახდა ავად და 43 გარდაიცვალა. ჩვენთან საქართველოში ამ დაავადების შემთხვევების მატება იყო 2009-2011 წლებში, შემდეგ ყოველწლიურად თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევა იყო. წელს კი 45 შემთხვევამდე დაფიქსირდა. ამ 45-დან, საბედნიეროდ, არც ერთი არ დამთავრებულა ლეტალურად,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ინფექციამ თირკმელზე ისეთი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, რომ პაციენტს დიალეზი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები